Marketing doesn't happen. It's architected

მე ვარ დავით ჩქოტუა, მარკეტინგის არქიტექტორი და სტრატეგი.

ვეხმარები ბიზნესებს, რომლებსაც მარკეტინგი აქვთ, აქტივობებიც აქვთ, გუნდიც მუშაობს, მაგრამ შედეგი მაინც არ არის სინქრონში გაყიდვებთან, შემოსავალსა და ზრდასთან.

ჩემი სამუშაო არ არის უბრალოდ რეკლამის გაშვება, პოსტების დაგეგმვა ან კიდევ ერთი კამპანიის მოფიქრება.

ჩემი საქმეა დავინახო, როგორ მუშაობს თქვენი კომერციული სისტემა - მარკეტინგი, გაყიდვები, შეთავაზება, გაყიდვების ძაბრი, გუნდის რიტმი, მონაცემები და პასუხისმგებლობები. და სად იკარგება რეალური შედეგი.


მოკლედ

13+ წელი მარკეტინგში და კომუნიკაციებში
60+ ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება
$3M+ მარკეტინგული კამპანიების მართვა
4,000+ სტუდენტი
ასოცირებული პროფესორი და კურსების ავტორი

როგორ მოვედი ამ ფილოსოფიამდე

მარკეტინგში ჩემი გზა დაიწყო არა თეორიიდან, არამედ რეალური ბიზნესების პრობლემებიდან.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა როლზე — მარკეტინგის ხელმძღვანელად, ციფრული მიმართულების ხელმძღვანელად, ბიზნესის განვითარების ლიდერად, სააგენტოს დირექტორად, ლექტორად და დამოუკიდებელ სტრატეგად.

ამ გამოცდილებამ ერთი რამ ძალიან მკაფიოდ დამანახა:

ბიზნესების უმეტესობას ზედაპირზე მარკეტინგის პრობლემა უჩანს, მაგრამ რეალური პრობლემა ხშირად უფრო ღრმაა.

ზოგჯერ პრობლემა შეთავაზებაშია.
ზოგჯერ გაყიდვების პროცესში.
ზოგჯერ follow-up-ში.
ზოგჯერ KPI-ებში.
ზოგჯერ გუნდებს შორის აცდენაში.
ზოგჯერ იმაში, რომ მფლობელი, მარკეტინგი და გაყიდვები ერთსა და იმავე რეალობას საერთოდ სხვადასხვანაირად ხედავენ.

ამიტომ ჩემი მთავარი მიდგომა არის:

ჯერ დიაგნოზი. შემდეგ არქიტექტურა. მერე შესრულება.

რას ვაკეთებ რეალურად

მე ვეხმარები ბიზნესებს, სადაც:

  • მარკეტინგში ფული იხარჯება, მაგრამ შედეგი ბუნდოვანია.

  • ლიდები მოდის, მაგრამ გაყიდვად არ იქცევა.

  • გუნდი აქტიურია, მაგრამ პრიორიტეტები არ არის მკაფიო.

  • გაყიდვები და მარკეტინგი ერთად არ მუშაობენ.

  • კომპანიას აქვს ზრდის ამბიცია, მაგრამ არ აქვს ზრდის სისტემა.

ასეთ დროს ჩემი როლი არის არა „კიდევ ერთი რჩევის“ მიცემა, არამედ კომერციული სისტემის გაშლა, პრობლემის ზუსტი ადგილის პოვნა და შემდეგი ნაბიჯების დალაგება.

გამოცდილება, რომელიც მხოლოდ თეორიაში არ დარჩენილა

13+ წლის განმავლობაში ვმუშაობდი როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო როლებში.

გამოცდილება მოიცავს:

  • B2B და B2C მარკეტინგს;

  • agency-side და client-side მუშაობას;

  • გუნდის აწყობას და მართვას;

  • კამპანიების დაგეგმვასა და მართვას;

  • გაყიდვების და მარკეტინგის სინქრონიზაციას;

  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და აღსრულებას

  • კურსების და სასწავლო პროგრამების შექმნას;

  • ბიზნესისთვის მარკეტინგული სისტემების დანერგვას.

ვმუშაობდი ისეთ ბრენდებთან და პროექტებთან, როგორებიცაა Elite Electronics, Borjomi, Liberty Bank, US Embassy, National Museum, Mastercard, BEKO, Borusan CAT, Lenovo, KIKO Milano, Tbilisi Mall, Alta Home, X2 Development, Skillwill, Meama და სხვა.

სხვადასხვა ინდუსტრიამ ერთი მთავარი გაკვეთილი დამიტოვა:

მარკეტინგი ცალკე არ იგებს. იგებს სისტემა.

როგორ ვფიქრობ მარკეტინგზე

ჩემთვის მარკეტინგი არ არის მხოლოდ ცნობადობა.

მარკეტინგი არის სისტემა, რომელმაც უნდა უპასუხოს რამდენიმე მკაცრ კითხვას:

  • ვინ არის სწორი მომხმარებელი?

  • რატომ უნდა იყიდოს ახლა?

  • რა არის შეთავაზება?

  • როგორ მოდის ლიდები?

  • როგორ ხდება კვალიფიკაცია?

  • როგორ გადადის გაყიდვებში?

  • სად იკარგება ფული?

  • რა იზომება?

  • ვინ იღებს გადაწყვეტილებას?

  • რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში?

თუ ამ კითხვებზე პასუხი ბუნდოვანია, მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდა პრობლემას არ აგვარებს. ხშირად ის უბრალოდ უფრო ძვირად აჩენს იგივე ქაოსს.

არ ვმუშაობ ყველასთვის.

თუ ბიზნესი ეძებს უბრალოდ „პოსტებს“, „რეკლამის გაშვებას“ ან სწრაფ კრეატიულ იდეას, ეს ჩემი ძირითადი ფორმატი არ არის.

თუ ბიზნესი ეძებს დიაგნოზს, სისტემას, პრიორიტეტებს და ზრდის არქიტექტურას - აქ იწყება ჩემი სამუშაო.

თუ ფიქრობ, რომ ერთმანეთს შევესაბამებით, მაშინ დაჯავშნე ზარი და გავისაუბროთ.