7-კვირიანი ონლაინ პროგრამა ბიზნესის მფლობელებისთვის
მარკეტინგში ფული იხარჯება, მაგრამ შედეგი არ ჩანს?
ეს პროგრამა დაგეხმარება ააწყო მარკეტინგის ისეთი სისტემა, სადაც გეცოდინება სად იკარგება ფული, რა მუშაობს და რა უნდა გამოასწორო პირველ რიგში

4.9★ რეიტინგი
Standard Pack: 30 Seat · Premium Pack: 6 Seat
კურსზე მოხვდებიან მხოლოდ ისინი, ვინც გასაუბრების ეტაპს წარმატებით გაივლიან

თუ სისტემა არ გაქვს, რეკლამა ვერ გიშველის

გეცნობა ეს სიტუაცია?
მარკეტინგში ფული იხარჯება, მაგრამ არ იცი რას მოაქვს შედეგი.
პოსტები იდება, რეკლამები ჩართულია, მაგრამ გაყიდვები არასტაბილურია.
სააგენტო ან მარკეტერი მუშაობს, მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანია.
მოთხოვნა შემოდის, ადამიანები ინტერესდებიან, მაგრამ არ ყიდულობენ.
ბევრი რამე სცადე, მაგრამ ერთიანი სისტემა, რომელსაც სტაბილურად მოაქვს ფული, ვერ ააწყვე
ხშირად პრობლემა არ არის ის, რომ ცოტას აკეთებ. პრობლემა ისაა, რომ ბევრი რამე სცადე და ერთ სისტემად ვერ აქციე.
როცა სისტემა არ გაქვს
ამ ქაოსში ფულს და ენერგიას კარგავ
ბიუჯეტი იხარჯება
როცა სისტემა არ გაქვს, ფული იხარჯება ტესტებზე, პოსტებზე და რეკლამებზე, მაგრამ არ იცი რა მუშაობს.
მომხმარებელს იკარგება
ადამიანი მოდის, გწერს, ინტერესდება, მაგრამ თუ სისტემა არ არის დალაგებული, შედეგი უბრალოდ ქრება და მოხმარებლებს კარგავ.
კონტროლი რთულია
სცადე სააგენტო ან მარკეტინგის თანამშრომელი, მაგრამ არ იცი რა კითხვა დასვა, რა მოითხოვო და რომელი ციფრი ნიშნავს რეალურ პროგრესს.
You are in good company
Join xxx xxx satisfied customers around the world who are already using Systeme.io

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Donec id odio fringilla magna mollis dictum sit amet id augue. Vivamus vitae fringilla ex. Duis hendrerit eu aliquet faucibus. Curabitur quis orci .

Dumas Bastein
Founder and Director, le FAW

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Donec id odio fringilla magna mollis dictum sit amet id augue. Vivamus vitae fringilla ex. Duis hendrerit eu ex aliquet faucibus.

Bernard Maria
Creator/writer/researcher
ჯერ დიაგნოზი. მერე მოქმედება.
ეს პროგრამა გეხმარება სწორად შეაფასო შენი ბიზნესის და მარკეტინის პოტენციალი, სწორად დაგეგმო და გასცე დავალებები მარკეტინგში.
ეს არ არის სოციალური მედიის კურსი.
ეს არ არის ედვერტაიზინგის.
ეს არ არის “გახდი მარკეტერი 30 დღეში”.
ან "შენს გაყიდვებს გავზრდი 10-ჯერ"
ეს არის სამუშაო პროგრამა მეწარმეებისთვის, რომელსაც სჭირდება დაინახოს მარკეტინგი როგორც სისტემა
7 კვირიან პროცესში, ჯერ ვიგებთ რა ხდება შენს ბიზნესში, შემდეგ ვაწყობთ სამოქმედო გეგმას და ბოლოს ვარჩევთ რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში.
პროგრამის გავლის შემდეგ, შენ გექნება
მარკეტინგის სამუშაო რუკა
შენი ბიზნესის მარკეტინგის სრული ლოგიკა ერთ მარტივ სტრატეგიაში: ვის ელაპარაკები, რას სთავაზობ და სად იკარგება შედეგი.
ერთი გაყიდვების ძაბრი
როგორ მიდის ადამიანი პირველი ინტერესიდან მოქმედებამდე. მაგალითად: ნახა, დაინტერესდა, დაგიკავშირდა, მიიღო პასუხი, იყიდა, განმეორებით მოვიდა.
გაყიდვების მასალა
შეთავაზების ტექსტი, სარეკლამო გზავნილი, ვებინარის სტრუქტურა ან სხვა მასალა, რომელიც შენს კონკრეტულ ბიზნესზე იქნება მორგებული.
ყოველკვირეული კონტროლის ცხრილი
მარტივი ჩარჩო, რომ ყოველ კვირას იცოდე რა უნდა შეამოწმო, რა შეიცვალოს და სად არის პრობლემა.
მარკეტინგის ჩექლისთი
სია, რომელიც გაჩვენებს რა გაქვს გამართული, რა გაკლია და რა უნდა გაკეთდეს კამპანიის გაშვებამდე.
როგორ იმუშავებ 7 კვირის განმავლობაში
კვირა 1: დიაგნოზი
ვიგებთ სად იკარგება შედეგი და რა არ ჩანს შენი ბიზნესის მარკეტინგის სისტემაში.
კვირა 2: აუდიტორია
ვარკვევთ ვის ელაპარაკები, რა აწუხებს და რატომ იღებს გადაწყვეტილებას.
კვირა 3: შეთავაზება
ვაწყობთ შეთავაზებას ისე, რომ ადამიანმა მარტივად გაიგოს რას იღებს და რატომ უნდა იმოქმედოს.
კვირა 4: ნდობა
ვნახავთ, რა აკლია შენს ბიზნესს ნდობისთვის: მტკიცებულებები, შეფასებები, მაგალითები, გამოცდილება.
კვირა 5: ქოფირაითინგი
გაიგებ, როგორ წერო გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტები.
კვირა 6: გაყიდვების გზა
ვარჩევთ ერთ გზას, რომ ადამიანი ინტერესიდან მოქმედებამდე მივიდეს.
კვირა 7: კონტროლი და გაშვება
ბოლოს ვაწყობთ მარტივ კონტროლის სისტემას: რას უნდა გაზომო, როგორ წაიკითხო შედეგი და რა შეცვალო შენს მარკეტინგში.
შედეგად გაქვს არა მხოლოდ ნასწავლი მასალა, არამედ შენი ბიზნესისთვის აწყობილი სამუშაო მარკეტინგული გეგმა.
აირჩიე სწორი ფორმატი
ეს არ არის მასობრივი ონლაინ კურსი. პირველ ჯგუფში ადგილები შეზღუდულია, რადგან პროგრამა რეალურ ბიზნესებზე მუშაობას მოითხოვს.
Standard
Seat
თუ გინდა თავად ან გუნდთან ერთად ააწყო მარკეტინგის სამუშაო სისტემა.
7-კვირიანი სამუშაო პროგრამა
ჩანაწერები
სამუშაო გეგმები და შაბლონები
მარკეტინგის სამუშაო სისტემა
ერთი გაყიდვის გზა /ძაბრი
გაყიდვების მასალები
ყოველკვირეული კონტროლის ცხრილი
გაშვების გეგმა
ჯგუფური Q&A სესიები
GEL
890
Premium
Seat
თუ გინდა მიიღო დამატებით ინდივიდუალური სესია და ბენეფიტები.
ყველაფერი რაც Standard-ში +
არქიტექტურული განხილვის სესია
შენი მარკეტინგის სამუშაო სისტემის განხილვა
შეთავაზების სიზუსტის შემოწმება
გაყიდვის გზის და ინსტრუმენტების განხილვა
მთავარი დაბრკოლებების გაანალიზება
GEL
1500
Business / Team
თუ გინდა ერთი კომპანიიდან რამდენიმე ადამიანი ჩაერთოთ, ფორმატი ინდივიდუალურად განიხილება
GEL
-
ეს არ არის მასობრივი ონლაინკურსი
პირველი ლაივ შეხვედრები ტარდება მცირე სამუშაო ჯგუფში რეალური ბიზნეს განხილვისთვის.
3 ნაბიჯი:
1
ავსებ მოკლე ფორმას
2
გადიხარ 15 წუთიან გასაუბრებას
3
დადასტურების შემდეგ იწყებ პროგრამას
გასაუბრების მიზანი არ არის უფასო კონსულტაცია.
მისი მიზანია გავიგოთ, არის თუ არა ეს პროგრამა სწორი ფორმატი შენი შემთხვევისთვის.
უპირობო გარანტია
თუ პირველ 14 დღეში შეასრულებ დავალებებს და მაინც ვერ დაინახავ, სად არის შენი მთავარი მარკეტინგული ან კომერციული გაურკვევლობა, დაგიბრუნდება თანხა.
ეს პროგრამა არ გპირდება გაყიდვების ზრდას.
მიიღებ პროცესს, რომელიც დაგეხმარება დაინახო სისტემა, იპოვო რა უშლის ხელს შენს მარკეტინგს და გაიგო რა უნდა შეცვალო შემდეგ.
არა. ეს არ არის ზედაპირული ვიდეობი ან “ვიყიდი და როცა მეცლება, მერე გავივლი” ტიპის კურსი.
ეს არის ლაივ პროგრამა, სადაც შენს რეალურ ბიზნესზე მუშაობ, ავსებ სამუშაო ფურცლებს, იყენებ შაბლონებს და ეტაპობრივად აწყობ მარკეტინგის სამუშაო სისტემას.
არა. პროგრამა არ არის ტექნიკურად დატვირთული კურსი. მთავარი, რასაც აქ სწავლობ, არის როგორ დაინახო მარკეტინგი როგორც სისტემა: ვის ელაპარაკები, რას სთავაზობ, სად იკარგება პოტენციური კლიენტი და რა უნდა აკონტროლო. ტექნიკურ ნაწილში კი გუნდი გეხმარება.
ზუსტად ამის გასარკვევად არის 15-წუთიანი გასაუბრება. პროგრამასთან 100% შესაბამისობა არის მაშინ, როცა გაქვს რეალური ბიზნესი, მომსახურება, პროდუქტი ან შეთავაზება, რომელზეც იმუშავებ და გაქვს საკმარისი მოტივაცია, რომ მოაგვარო პრობლემები შენს ბიზნესში.
თუ მარკეტერი ან სააგენტო გყავს, ან ფრილანსერთან თანამშრომლობ, ეს პროგრამა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შენთვის.
შენ უკეთ დაინახავ, რა უნდა მოსთხოვო გუნდს, როგორ წაიკითხო შედეგი და აკონტროლო პროცესი.
მარკეტინგის სისტემა ერთ დღეში არ ლაგდება. თუმცა, ეს შენ ჩვენზე კარგად იცი, შენი გამოცდილებით. პროგრამა გაყოფილია მოკლე ნაბიჯებად. ყოველკვირა ერთ კონკრეტულ პროცესს ალაგებ და ბოლოს ყველაფერს ერთ სამუშაო გეგმაში აერთიანებ.
გაყიდვების გარანტიას არ ვიძლევით.
გაყიდვები დამოკიდებულია იმაზე, შენ როგორ წარმართავ პროცესს ახალი ინსტრუმენტებით და პრაქტიკული ცოდნით. პროგრამის შემდეგ გეცოდინება სად კარგავ ფულს, სად არ მუშაობს მარკეტინგი და როგორ დაგეგმო შემდეგი ნაბიჯები ისე, რომ მხოლოდ ვარაუდებით აღარ იმოქმედო.
თუ გინდა შენ ან შენმა გუნდმა ისწავლოს და თვითონ ააწყოს სისტემა, მაშინ ეს პროგრამა გამოგადგება.
ხოლო თუ გინდა პროფესიონალებმა გააანალიზონ ბიზნესი, ჩააატარონ დიაგნოსტიკა, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზი და შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა, მაშინ ჩვენი სერვისით უნდა ისარგებლო. დეტალებისთვის: Marketing MRI
მზად ხარ მარკეტინგი ქაოსიდან სამუშაო სისტემად გადააწყო?
შეავსე მოკლე ფორმა და გავარკვიოთ, არის თუ არა ეს პროგრამა სწორი ფორმატი შენი შემთხვევისთვის.
