პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 28 აპრილი, 2026

ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს ი/მ დავით ჩქოტუა თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდის, სერვისების, კურსების, ვებინარების, ციფრული პროდუქტების და კომუნიკაციის პროცესში.

ვებგვერდის, ფორმების, კურსების, ვებინარების, ციფრული პროდუქტების ან სხვა სერვისების გამოყენებით ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ პოლიტიკას.

1. ვინ ამუშავებს თქვენს მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია:

ი/მ დავით ჩქოტუა
პირადი ნომერი: 62006063313
მისამართი: ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა N6
ელფოსტა: hello@davitchkotua.com
ვებგვერდი: www.davitchkotua.com

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ვებგვერდის, ფორმების, სერვისების, კურსების ან კომუნიკაციის პროცესში შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:

  • სახელი და გვარი;

  • ელფოსტა;

  • ტელეფონის ნომერი;

  • კომპანიის სახელი;

  • პოზიცია;

  • სერვისის, კურსის ან პროდუქტის ინტერესი;

  • თქვენ მიერ მოწოდებული შეტყობინება ან პრობლემის აღწერა;

  • შეხვედრის ან ზარის არჩეული დრო;

  • კურსზე, ვებინარზე ან ციფრულ პროდუქტზე რეგისტრაციის მონაცემები;

  • გადახდასთან, ინვოისთან ან შეკვეთასთან დაკავშირებული აუცილებელი მონაცემები;

  • ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ანალიტიკური მონაცემები;

  • live სესიაში, ზარში, ვებინარში ან ჯგუფურ პროგრამაში მონაწილეობისას მოწოდებული ინფორმაცია.

B2B მომსახურებების შემთხვევაში, მაგალითად Marketing MRI, Architecture Sync ან Corporate Workshop-ის ფარგლებში, შეიძლება დამუშავდეს თქვენ მიერ მოწოდებული სამუშაო ან ბიზნეს-მონაცემები, მათ შორის მარკეტინგის, გაყიდვების, funnel-ის, რეკლამის, ვებგვერდის, ანალიტიკის ან სხვა კომერციულ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

3. საიდან ვიღებთ მონაცემებს

მონაცემებს ვიღებთ მაშინ, როდესაც:

  • ავსებთ ვებგვერდზე არსებულ ფორმას;

  • ჯავშნით ზარს ან შეხვედრას;

  • რეგისტრირდებით კურსზე, ვებინარზე ან ციფრულ პროდუქტზე;

  • გვიკავშირდებით ელფოსტით, სოციალური ქსელით ან მესენჯერით;

  • მონაწილეობთ კურსში, ვებინარში, ზარში ან ჯგუფურ პროგრამაში;

  • ახორციელებთ გადახდას;

  • იყენებთ ვებგვერდს და cookie/tracking ტექნოლოგიებს;

  • მომსახურების პროცესში თავად გვაწვდით სამუშაო ან ბიზნეს-მონაცემებს.

4. რა მიზნებით ვიყენებთ მონაცემებს

თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად;

  • ზარის, შეხვედრის ან კონსულტაციის დასაგეგმად;

  • შესაბამისი სერვისის, კურსის ან პროდუქტის მისაწოდებლად;

  • კურსზე, ვებინარზე ან ციფრულ პროდუქტზე წვდომის მისაცემად;

  • გადახდის, ინვოისის ან ადმინისტრაციული პროცესის სამართავად;

  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

  • follow-up კომუნიკაციისთვის;

  • მარკეტინგული კომუნიკაციისთვის, თუ ამაზე გაცემული გაქვთ შესაბამისი თანხმობა;

  • ვებგვერდის ანალიტიკისთვის და რეკლამის ეფექტიანობის გასაზომად;

  • სამართლებრივი, საგადასახადო ან ადმინისტრაციული ვალდებულებების შესასრულებლად.

5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემების დამუშავება შეიძლება ეფუძნებოდეს ერთ ან რამდენიმე საფუძველს:

  • თქვენს თანხმობას;

  • ხელშეკრულების შესრულებას ან წინასახელშეკრულებო კომუნიკაციას;

  • თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემას;

  • სამართლებრივი ან საგადასახადო ვალდებულების შესრულებას;

  • ლეგიტიმურ ინტერესს, მაგალითად სერვისის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებას, სამუშაო პროცესის მართვას ან ბიზნეს კომუნიკაციას;

  • პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში — შესაბამის თანხმობას, სადაც ასეთი თანხმობა საჭიროა.

6. მარკეტინგული კომუნიკაცია

თუ შესაბამის ფორმაზე გამოხატავთ თანხმობას, შეიძლება მიიღოთ:

  • სიახლეები;

  • სასარგებლო მასალები;

  • კურსების ან ვებინარების შესახებ ინფორმაცია;

  • სერვისების ან ციფრული პროდუქტების შეთავაზებები;

  • lead magnet-ის შემდგომი follow-up;

  • email, SMS, WhatsApp, Telegram ან სხვა ელექტრონული არხით კომუნიკაცია.

მარკეტინგული თანხმობა არ არის სავალდებულო სერვისის ან პროდუქტის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად რეგისტრირდებით საინფორმაციო ან მარკეტინგულ სიაში.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მარკეტინგული კომუნიკაციის შეწყვეტა:

  • unsubscribe ბმულით, თუ ასეთი ბმული მოცემულია;

  • ელფოსტაზე წერილით: hello@davitchkotua.com;

  • შესაბამის კომუნიკაციის არხზე უარის თქმის შეტყობინებით.

7. Cookies, ანალიტიკა და რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა

ვებგვერდზე შეიძლება გამოყენებულ იქნას cookies და მსგავსი ტექნოლოგიები ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, ანალიტიკისთვის, რეკლამის ეფექტიანობის გასაზომად და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ვებგვერდზე შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის ანალიტიკური, ტექნიკური და სარეკლამო ინსტრუმენტები, მათ შორის Google-ის, Meta-ს, LinkedIn-ის ან სხვა მსგავსი პლატფორმების სერვისები.

ვებგვერდზე შეიძლება გამოყენებულ იქნას Google Analytics. Google Analytics გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებგვერდს, რომელი გვერდებია მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ვებგვერდი ან კომუნიკაცია. Google Analytics-ის გამოყენებისას Google შეიძლება ამუშავებდეს ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ანალიტიკურ მონაცემებს თავისი წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია ცალკე Cookie პოლიტიკაში.

8. კურსის, ვებინარის და live სესიების ჩანაწერები

კურსის, ვებინარის ან live სასწავლო სესიის ნაწილი შეიძლება ჩაიწეროს.

ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნას სასწავლო მიზნებისთვის, მათ შორის:

  • მიმდინარე მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომად;

  • მომავალი მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომად;

  • recorded product-ის ან სასწავლო მასალის ნაწილად;

  • პროგრამის შიდა გაუმჯობესებისთვის.

live სესიაზე შეიძლება გამოჩნდეს თქვენი სახელი, ხმა, გამოსახულება, ჩატის ტექსტი ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც თავად აზიარებთ.

მონაწილეს შეუძლია:

  • არ ჩართოს კამერა;

  • არ გააზიაროს სენსიტიური ან კონფიდენციალური ინფორმაცია live სესიაზე;

  • წინასწარ შეგვატყობინოს, თუ არ სურს მისი გამოსახულების, ხმის ან სახელის დამატებითი გამოყენება promotional ან case material-ში.

9. ზარები და შეხვედრების ჩანაწერები

ზარები, ონლაინ შეხვედრები, ვებინარები ან სასწავლო სესიები შეიძლება ჩატარდეს Zoom-ის, Google Meet-ის ან სხვა მსგავსი ვიდეოშეხვედრის პლატფორმის მეშვეობით. ასეთი შეხვედრები შეიძლება ჩაიწეროს ან დაიტრანსკრიპტოს შეხვედრის ჩანაწერების ან ტრანსკრიფციის ინსტრუმენტების გამოყენებით..

ასეთი ჩანაწერები გამოიყენება:

  • შიდა ანალიზისთვის;

  • follow-up-ის მოსამზადებლად;

  • შეთანხმებების სწორად დასაფიქსირებლად;

  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ზარის ჩანაწერი ან transcript არ გამოიყენება საჯაროდ, სარეკლამოდ ან კურსის მასალად მეორე მხარის დამატებითი თანხმობის გარეშე.

10. WhatsApp და Telegram ჯგუფები

კურსის, ვებინარის, ჯგუფური პროგრამის ან მომსახურების ფარგლებში შეიძლება შეიქმნას WhatsApp ან Telegram ჯგუფი.

ასეთ ჯგუფში გაწევრიანებით აცნობიერებთ, რომ თქვენი სახელი, პროფილის ფოტო, მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი ან სხვა პროფილის ინფორმაცია შეიძლება გამოჩნდეს ჯგუფის სხვა მონაწილეებისთვის, შესაბამისი პლატფორმის ფუნქციონალის მიხედვით.

11. მესამე მხარის პლატფორმები და მომსახურების პროვაიდერები

სერვისების, კურსების, ვებინარების, გადახდების, კომუნიკაციის, ანალიტიკის ან ტექნიკური მხარდაჭერისთვის შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის პლატფორმები და მომსახურების პროვაიდერები.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • ვებგვერდის, CRM-ის, funnel-ის, კურსისა და email automation-ის პლატფორმებს;

  • ელფოსტის, კალენდრის, ვიდეოშეხვედრების, მათ შორის Zoom-ის, Google Meet-ის ან მსგავსი პლატფორმების, და დოკუმენტების პლატფორმებს;

  • გადახდის პროვაიდერებს;

  • ანალიტიკურ და სარეკლამო პლატფორმებს;

  • მესენჯერებსა და სოციალური ქსელების პლატფორმებს;

  • ასისტენტს, ტექნიკურ პარტნიორს, კონტრაქტორს ან გუნდის წევრს, თუ ეს საჭიროა მომსახურების გასაწევად;

  • ბუღალტერს, იურისტს ან სხვა პროფესიულ მრჩეველს, თუ ეს საჭიროა სამართლებრივი ან საგადასახადო მიზნებისთვის.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.

12. მონაცემების საერთაშორისო გადაცემა

გამოყენებული ზოგიერთი პლატფორმა შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ან იყენებდეს საერთაშორისო ინფრასტრუქტურას.

ასეთ შემთხვევაში მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ან შეინახოს სხვა ქვეყანაში არსებული სერვერების ან მომსახურების პროვაიდერების მეშვეობით.

მესამე მხარის პლატფორმები მონაცემებს ამუშავებენ თავიანთი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და პირობების შესაბამისად.

13. მონაცემების შენახვის ვადა

მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც საჭიროა მათი დამუშავების მიზნისთვის, მომსახურების ან პროდუქტის მიწოდებისთვის, სამართლებრივი/საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნის განსახილველად.

საბუღალტრო, ინვოისის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება კანონით დადგენილი ვადით.

თუ მოითხოვთ მონაცემების წაშლას, მოთხოვნა შესრულდება კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემების შენახვა საჭიროა სამართლებრივი, საგადასახადო, სახელშეკრულებო ან სხვა კანონიერი საფუძვლით.

14. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება, კანონით დადგენილი წესით:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები;

  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა;

  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;

  • მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა;

  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან განადგურება, თუ აღარ არსებობს მათი დამუშავების საფუძველი;

  • გამოიხმოთ თანხმობა;

  • უარი თქვათ პირდაპირ მარკეტინგზე;

  • მიმართოთ შესაბამის საზედამხედველო ორგანოს, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა.

თქვენი უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ:

hello@davitchkotua.com

მოთხოვნის განხილვისას შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი იდენტიფიცირება.

15. არასრულწლოვნები

B2B მომსახურებები, მათ შორის Marketing MRI, Architecture Sync და Corporate Workshop, განკუთვნილია სრულწლოვანი პირებისა და ბიზნესებისთვის.

სასწავლო პროდუქტებში, კურსებში ან ვებინარებში 16 წელს მიღწეული პირის მონაწილეობა შესაძლებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

თუ გავიგებთ, რომ არასრულწლოვნის მონაცემები დამუშავდა შესაბამისი თანხმობის გარეშე, მივიღებთ გონივრულ ზომებს მონაცემების წასაშლელად ან შესაბამისი თანხმობის მისაღებად, თუ ეს საჭიროა.

16. მონაცემთა უსაფრთხოება

ვიღებთ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემების დასაცავად უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან ან არამართლზომიერი გამოყენებისგან.

ამასთან, ინტერნეტით მონაცემების გადაცემა სრულად უსაფრთხო ვერ იქნება. გთხოვთ, ფორმებში, ჩატში, ჯგუფებში ან live სესიებზე არ გააზიაროთ ისეთი ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც არ არის საჭირო კონკრეტული სერვისის ან კომუნიკაციისთვის.

17. პოლიტიკის ცვლილება

ეს პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს.

განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ იქნება მითითებული.

18. საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ი/მ დავით ჩქოტუა
პ/ნ: 62006063313
მისამართი: ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა N6
ელფოსტა: hello@davitchkotua.com